7 .03. 2010


2010 წლის ჟენევის ავტოშოუზე 2 სხვა მოდელთან ერთად პორშემ მესამე ჰიბრიდი მოდელიც წარადგინა. ეს 918 Spyder–ია, დახვეწილი სპორტული ავტომობილი, რომელმაც უდიდესი ყურადღება მაჩვენებლებით მოიპოვა: სტანდარტული ევროპული ციკლის პირობებში 100 კმ–ზე საწვავის ხარჯი მხოლოდ 3 ლიტრია, ხოლო გამონაბოლქვი კი კილომეტრზე მხოლოდ 70 გრამი. სპორტული ავტომობილისთვის, რომელიც ცნობილ Nürburgring–ის წრეს 7:30 წუთზე ნაკლებ დროში გადის (რაც ნაკლებია Carrera GT–ს დროზე), ცოტა უცნაურია ასეთი მაჩვენებლები, მაგრამ მისი მთელი ტექნოლოგიური ინოვაციაც ამაში მდგომარეობს. მწარმოებლებმა 3.4 ლ. მოცულობის V8 ძრავთან ერთად, რომელიც 500 ცხ.ძ–ს წარმოქმნის, ავტომობილის წინა მხარეს განათავსეს ელექტრო ძრავი, ასევე საკმაოდ მძლავრი, 218 ცხ.ძ სიმძლავრით. ამ სიმძლავრეს ბორბლებამდე აგზავნის 7 საფეხურიანი PDK სიჩქარის გადაცემათა კოლოფი. შედეგად 0–100 კმ/სთ–მდე ასაჩქარებლად მას 3.2 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ–ია. რაც შეეხება ელ. ძრავს, მისი დამუხტვა შესაძლებელია ჩვეულებრივი ელ. ქსელიდან. ამასთან ერთად, ავტომობილს აქვს უნარი მუხრუჭისას წარმოქმნილი კინეტიკური ენერგია გარდაქმნას ელ. ენერგიად და დამატებითი მუხტი მისცეს ბატარეას, რაც შემდგომში უფრო სწრაფ და დინამიურ აცქარებას უზრუნველყოფს. ავტომობილის საჭეზე განთავსებული გადამრთველი უზრუნველყოფს ავტომობილის 4 რეჟიმიდან ერთერთის გააქტიურებას: E-Drive რეჟიმისას მხოლოდ ელ. ძრავი მუშაობს და შეუძლია გაატაროს ავტომობილი 25 კმ–ზე მეტი. Hybrid რეჟიმში ავტომობილის 2–ვე ძრავი მუშაობს და გათვლილია მაქსიმალურ სიმძლავრესა და პარალელურად საწვავის ეკონომიაზე. Sport Hybrid რეჟიმი ასევე ორივე ძრავს იყენებს, მაგრამ გათვლილია მართვის დინამიკაზე სიმძლავრის გადანაწილების ხარჯზე. Race Hybrid რეჟიმი ავტომობილი იყენებს ყველა რესურსს და გადადის ტავისი ეფექტურობის მაქსიმალურად წარმოჩენის რეჟიმში. ამასთან ერთად სალონში ყველაფერია იმისთვის, რომ შიგ მჯდომმა მაქსიმალურად მორგოს ავტომობილი და აირჩიოს მართვის პერსონალური სტილი.










| კატეგორია: სიახლე | ნახვა: 48 | |







Copyright © 2009 carworld. All Rights Reserved.