4 .03. 2010


ყველასათვის ცნობილმა გერმანულმა ტუნინგ კომპანია BRABUS -მა წარმოადგინა თავიანთი ბოლო ქმნილება BRABUS E V12 Coupe. Mercedes E-Class coupe -ზე ბაზირებულ ამ მოდელს BRABUS -მა Gran Turismo დაარქვა. ავტომობილს აქვს BRABUS SV12 R biturbo ძრავი, რომელიც 800 ცხენისძალას გამოიმუშავებს 1420 ნ/მ მაბრუნებელი მომენტით წუთში. ეს კი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ავტომობილს 0 -დან 100 -მდე ასაჩქარებლად 4 წამზე ნაკლები - კონკრეტულად კი 3.7 წამი სჭირდება, ხოლო 200 კმ/სთ -ს 9.9 წამში ანვითარებს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე ელექტრო მოწყობილობის დახმარებით 350კმ/სთ -მდეა შეზღუდული. BRABUS -ი ნამდვილად იმსახურებს ავტომწარმოებლის სახელწოდებას, რადგან E-Class coupe -ზე ნახევარზე მეტი თავიანთი საკუთარი ტექნოლოგიები აქვთ გამოყენებული. კონკრეტულად კი ამ ავტომობილისთვის აღებულია ჩვეულებრივი 5.5 ლიტრიანი V12 -ძრავი, რომელიც 6.3 ლიტრამდეა გაზრდილი სხვადასხვა
ტექნოლოგიების დახმარებით. ამ ყველაფერს კი ემატება, ასევე საკუთარი ტექნოლოგიით შექმნილი ელექტრო გაყვანილობა. BRABUS E V12 Coupe -ს აქვს 5 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, დამატებულია ასევე ახალი ჰაერის შემშვები სისტემა და სპორტული გამონაბოლქვის სისტემა, რომელიც უჟანგავი რკინისგანაა დამზადებული მეტალის კატალიზატორებით.
ავტომობილის ღირებულება არის 478,000 ათასი ევრო.
































| კატეგორია: ტუნინგი | ნახვა: 98 | |







Copyright © 2009 carworld. All Rights Reserved.