2 .02. 2010


როგორც ვიცით BMW M5 და M6 იყენებს 7 საფეხურიან SMG III ნახევრად ავტომატურ სიჩქარის გადაცემატა კოლოფს, რაც მოიცავს Launch Control–ს. Launch Control–ის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როცა გადაცემათა კოლოფი დაყენებულია ყველაზე აგრესიულ, S6 რეჟიმში. მის გამოსაყენებლად საჭიროა გათიშოთ Dynamic Stability Control (DSC), გადაცემათა ბერკეტს წინ მიაწვეთ და დააწვეთ აქსელერატორს. ძრავის ბრუნვა ავტომატურად 1500–მდე გაიზრდება და გაჩერდება ამ დონეზე, მანამ, სანამ არ აუშვებთ ბერკეტს ხელს. ბერკეტზე ხელის აშვების შემდეგ კი ბრუნვა გაიზრდება 8000–მდე და ავტომობილი უკვე საბურავების სრიალის ავტომატური კონტროლით დაიძვრება, რაც ოპტიმალურ დაძვრას და აჩქარებას გამოიწვევს. ეს ყველაფერი ნაჩვენებია და დეტალურად ახსნილია ვიდეოშიც.
| კატეგორია: ტექნოლოგიები | ნახვა: 198 | |







Copyright © 2009 carworld. All Rights Reserved.