15 .01. 2010

Formula1, იგივე F1, სრული დასახელებით კი FIA Formula One World Championship, უმაღლესი კლასის ავტორბოლაა FIA–ს ხელმძღვანელობით. სახელი "formula" აერთიანებს წესებს, რომელიც ყველა მონაწილემ უნდა დაიცვას. F1–ის სეზონები მოიცავს რბოლების სერიას სახელწოდებით Grands Prix, რომელიც იმართება სპეციალურად აშენებულ სარბოლო გზაზე. ყოველი რბოლის შედეგი განსაზღვრავს წლიურ გამარჯვებულ მრბოლელებს და კონსტრუქტორებს. რბოლისას ბოლიდების სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 360 კმ/სთ–ს მძლავრი ძრავების ხარჯზე, რომელთა ძრავის ბრუნთა რიცხვი შეზღუდულია 19 000–მდე. ბოლიდის ზეწოლა, ან გადატვირთვა ზოგ მოსახვევებში 5 g-force–ს აღემატება (მაგალითისთვის დრაგსტერი ავტომობილების აქსელერაციისას ჰორიზონტალური g-force არის 5.3). მათი ძირითადი მაჩვენებლები დამყარებულია ელექტრობაზე, აეროდინამიკაზე, ზამბარებზე და საბურავებზე. ამ სპორტმა ბევრი რევოლუციური ცვლილება აჩვენა ავტოსპორტის ისტორიაში. ევროპა ფორმულა 1–ის ტრადიციული ცენტრია, სადაც დაფუძვნებულია ყველა გუნდი და სადაც რბოლების ნახევარზე მეტი ტარდება. მისი საწყისი ფესვები მოდის ევროპული Grand Prix Motor Racing–დან, რომელიც ტარდებოდა 1920–1930 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ნელნელა გაჩენილმა ახალმა წესებმა საბოლოოდ 1947 წელს მოახდინა თავმოყრა და 1950 წელს გაიმართა I რბოლა ბრიტანეთში, კერძოდ კი სილვერსტოუნში, კონსტრუქტორთა თასი კი 1958 წელს დაფუძვნდა. პირველი მსოფლიო თასი მოიპოვა იტალიელმა Giuseppe Farina–მ 1950 წელს Alfa Romeo–თი, რომელმაც მცირედით მოუგო თავის არგენტინელ თანაგუნდელს Juan Manuel Fangio–ს. ამის შემდეგ კი Fangio ზედიზედ მოიგო 1951, 1954, 1955, 1956 და 1957 წლების ჩემპიონატები, რაც რეკორდად დარჩა 45 წლის განმავლობაში, სანამ გერმანელმა მრბოლელმა, Michael Schumacher–მა მეექვსედ არ მოიპოვა ჩემპიონობა 2003 წელს. ის ამ გამარჯვებებით ისტორიაში შევიდა და ყოველთვის დომინირებს მსოფლიოს საუკეთესო მრბოლელთა ათეულში. 5 გამარჯვების შემდეგ კი მას აჯობა Alberto Ascari–მ, რომელიც ასპარეზობდა Ferrari–ით და 2–ჯერ მოიპოვა ჩემპიონობა. იმ დროისთვის ფიგურირებდა Alfa Romeo, Ferrari, Mercedes Benz და Maserati–ს გუნდები. პირველ სეზონში რბოლა მიმდინარეობდა ომამდელი ავტომობილებით, როგორიც იყო მაგალითად Alfa–ს 158. თავდაპირველად მათ ჰქონდათ 1.5 ლიტრიანი სუპერჩარჯერიანი ძრავი ან 4.5 ლიტრიანი წინ განლაგებული ძრავი. 1954 წელს, მაშინ როცა ძრავები უკვე ლიმიტირებული, 2.5 ლიტრიანი უნდა ყოფილიყო, მერსედესმა შექმნა ახალი სარბოლო მოდელი W196, რომელმაც დანერგა რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგია, როგორებიცაა desmodromic valve და fuel injection.

მოგვიანებით გამოჩნდა შუა–ძრავიანი ავტომობილები, 1961 წელს კი ყველა გუნდი შუა–ძრავიანებზე გადავიდა. პირველი ბრიტანელი ჩემპიონი გახდა Mike Hawthorn 1958 წელს, რომელიც მართავდა ფერარის. მას შემდეგ, რაც Colin Chapman ჩაერთო F1 როგორც დიზაინერი და შემდეგ ლოტუსის გუნდის დამაარსებელი, ეს ბრიტანული გუნდი ყოველთვის ლიდერთა შორის დომინირებდა. ბრიტანულმა გუნდმა 1962–დან 1973 წლამდე გამარჯვება მოიპოვა სხვადასხვა პილოტებთან ერთად. 1962 წელს ლოტუსმა უკვე დაიწყო ისეთი დიზაინის წარმოება, რომელშიც იყო პირველი საფუძვლები ტრადიციული ბოლიდისა, ანუ მცირე სახასიატო ნიშნები. 1968 წელს კი პირველად ლოტუსის ავტომობილზე გაჩნდა საპონსორის, Imperial Tobacco–ს რეკლამა. 60–ანი წლების ბოლოს ავტომობილში დიდი მნიშვნელობა მიიღო აეროდინამიკამ და პირველად გამოჩნდა aerofoils (აეროდინამიკული ფორმა, რომელიც ავიაციაში გამოიყენება), 70–ანების ბოლოსკენ კი ლოტუსის წყალობით შემოვიდა ground effect, რომელმაც ბოლიდის თანამედროვე ფორმას ჩაუყარა საფუძველი.

ამან კი უზარმაზარი შედეგი გამოიღო და ბოლიდს წარმოუდგენლად დიდი დამიწება და კუთხური სიჩქარე მოუტანა.
80–ანი წლებიდან უკვე დაიწყო ბრძოლა 2 ორგანიზაციას შორის, FISA (Fédération Internationale du Sport Automobile) და FOCA (Formula One Constructors Association). ისინი პოლიტიკური ბრძოლით ცვლიდნენ წესებს და აწესებდნენ შეზღუდვებს (მაგ: ტურბოჩარჯერიან ძრავებზე, რომლებიც ყველაზე მძლავრი იყო და წარმოქმნიდა1100 და 1300 ცხ.ძ სიმძლავრესაც კი). 1994 , მრავალგზის ჩემპიონის, Ayrton Senna–ს დაღუპვისა და ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ავტომრბოლის დაღუპვის შედეგად ფედერაციას აქტიურად მოუწია უსაფრთხოების გაძლიერება. ამის შემდეგ ბოლიდებს უფრო ფართო საბურავები დაუყენეს, რამაც მკვეთრად გაზარდა გზასთან მოჭიდება. წესები შეიცვალა 2002 წლის ავსტიის გრან პრის შემდეგაც, როცა ბარიკელომ შუმახერს ბოლო წრეზე დაუთმო პირველობა იმის გამო, რომ გუნდს ასე აწყობდა. 2009 წლის სეზონზე კი ეჭვქვეშ დადგა განახლდებოდა თუ არა 2010 წელს ჩემპიონატი კვლავაც FIA–სა და FOTA–ს შორის კამათის გამო. მათ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას 2010 წლისთვის განსახორციელებელი წესების ცვლილებების შესახებ. საბოლოოდ კი ისინი მორიგდნენ და 2012 წლამდე ამ სპორტს საფრხე არ ემუქრება.

თანამედროვე ბოლიდები დამზადებულია კარბონის მინარევებისგან, რომელიც მსუბუქია, მაგრამ ძალიან მყიფე და ძლიერი. ბოლოდის წონა ძრავის ჩათვლით იწონის მხოლოდ 605 კგ–ს. კუთხური სიჩქარისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისთვის აეროდინამიკა და საბურავებია. ძრავი ლიმიტირებულია: რომელიც 2.4 ლ. მოცულობის V8–ა, რომლის ბრუნვატა რიცხვი 2007 წელს 20 000–დან 19 000–მდე შეზღუდეს, ხოლო 2009 წელს კი 18 000–მდე. ის წარმოქმნის 780 ცხ.ძ სიმძლავრეს. ძრავის, დამიწებისა და დაკიდების სისტემის წყალობით მას შეუძლია განავითაროს ზოგიერთ წრეზე 350 კმ/სთ. 2006 წელს კი სპეციალური გამოცდის დროს ჰონდას ბოლიდმა 415 კმ/სთ განავითარა. ბოლიდის კუთხური დაწოლა მოსახვევებში საშუალოდ 3.5g–ა, როცა მაგალითად Ferrari Enzo–ს გადატვირთვა საშუალოდ 1g–ს შეადგენს.

თანამედროვე ბოლიდების შესახებ:

მოქმედი გზები:

| კატეგორია: F1 | ნახვა: 160 | |

Copyright © 2009 carworld. All Rights Reserved.