10 .06. 2010
მას შემდეგ რაც რედბულმა მარკ უებერს კონტრაქტი გაუხანგრძლივა, მოსალოდნელი იყო რომ ფერარიც ახალ კონტრაქტს შესთავაზებდა თავის ბრაზილიელ პილოტს (ფელიპე მასას). ახალი კონტრაქტით მასა 2012 წლის ბოლომდე დარჩება ფერარიში. 29 წლის პილოტი სკუდერიაში მოვიდა 2001 წლს როგორც ტესტ პილოტი, მაგრამ 2006 წლიდან ის გახდა ფერარის ძირიდადი პილოტი. ამ დროის განმავლობაში მან მონაწილეობა მიიღო 69 გრან პრიში და აქედან 11 რბოლა და 15 კვალიფიკაცია მოიგო, ხოლო 30 შემთხვევაში პოდიუმზე ავიდა და მოაგროვა 360 ქულა.
”მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მომდევნო 2 სეზონს ”ფერარისთან” ერთად გავატარებ. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ფერარის ძრავით აღჭურვილი ავტომობილებით ვასპარეზობ და ვამაყობ იმით რომ კვლავ იმ გუნდთან ერთად ვიასმარეზებ რომელსაც ჩემს მეორე ოჯახად ვთვლი” განაცხადა ფელიპე მასამ.