29 .01. 2012


BMW M-მა დიზელის M მოდელების შექმნასთან დაკავშირებით დასახული გეგმა სისრულეში მოიყვანა. M Performance Automobiles-მა შექმნა ინოვაციური დიზელის 3.0 ლიტრიანი three turbo (3 ტურბო) ძრავი, რომელსაც BMW-ს სხვადასხვა მოდელს მოარგებენ. ამჟამად ეს ძრავი გამოიყენეს მე-5 სერიის სედანსა და ტურინგ ვერსიებსა და X5/X6-ში და ამ ავტომობილებმა შესაბამისად მიიღეს დასახელებები: BMW M550d ტურინგისა და სედანის, M50d კი X5/X6-ის შემთხვევაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიზელის ძრავი 3 ლიტრი მოცულობისაა, 3 ტურბო კი მის სიმძლავრის გაზრდისა და საწვავის მოხმარების შემცირების კომბინაციას უზრუნველყოფს. სავარაუდოა, რომ ამ 3 ტურბოდან ერთი მცირე ზომისაა, მეორე საშუალო, მესამე კი დიდი. პატარა ზომის ტურბო განკუთვნილია იმისთვის, რომ დაბალ ბრუნზე წამიერად გაზარდოს სიმძლავრე, საშუალო ზომის ტურბო უზრუნველყოფს გაზრდილი სიმძლავრის შენარჩუნებასა და გაძლიერებას, ხოლო დიდი ტურბო მაღალ ბრუნებზე მაქსიმალური სიმძლავრის წარმოქმნას. ძრავში საწვავის მიწოდების წნევას რაც შეეხება, ეს ციფრები წარმოუდგენელ სიდიდეს აღწევს: 2,200 bar, ეს იგივეა, რაც 31,908 psi. მიუხედავად იმისა, რომ ძრავი დიზელისაა და ასოცირდება შედარებით დაბალ ბრუნიანობასა და ხმაურიანობასთან, ეს ძრავი სრულიად განსხვავებულია სხვა დიზელის ძრავებისგან, რადგან მაქსიმალური ბრუნი 5,400-მდეა და ავტომობილის ხმაც შესაბამისად მაღალ ბრუნიან მძლავრი ძრავისას წააგავს... (სრულად სანახავად დააჭირეთ "ვრცლად" ბმულს)